ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას - საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად

არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას - საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა შესწავლილი იქნა.

“დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომაზე წარიმართა საჩივრების განხილვა, რომელიც შეეხებოდა ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და წარმოდგენი იქნა შესაბამისი არგუმენტები მხარეების მიერ. სხდომის მიმდინარებისას ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, როგორც საჩივრის ავტორების მხრიდან, ასევე, კომისიის წევრებმა დააზუსტეს შესაბამისი ინფორმაცია საჩივრის ავტორებთან, რითაც საბოლოო ჯამში, დადგინდა ის, რომ არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამეტებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას.

საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად და საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ თავის მხრივ იმ კანონმდებლობით არსებულ რეგულაციებს, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეადგინეს და შეაჯამეს მათ შესაბამისი შედეგები ოლქების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება საქმის მასალებს, რა თქმა უნდა, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა იქნა შესწავლილი. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს და ბიულეტენებს, რომელიც ე.წ. ტრადიციული წესით კენჭისყრის წესით პროცედურას ითვალისწინებდა, აქ აღსანიშნავია, რომ საჩივრის ავტორს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და შემდგომ სასამართლოსთვის არ მიუმართავს”, - განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე