ჯოზეფ ბორელი - რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე

მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმებით დასრულდება ომი უკრაინაში, რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე და გადაიხადოს მიყენებული ნგრევისთვის, - Le Monde-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტისას განაცხადა.

"თუ მშვიდობა უნდა იყოს მშვიდობა და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, ის უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ამბობს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და რომ ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ის რაც შეიძლება მალე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ“, - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. გუშინ კი ის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში იმყოფებოდა, რომელიც ომის დასაწყისში რუსული ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოექცა და რუსებს 200 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ სარდაფში 370-მდე ადამიანი ერთ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე