ჯოზეფ ბორელმა კიევში, საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარს შეაფარა თავი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - წერს ბორელი.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა