ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.

„სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი - მამუკა ყუფარაძე, აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ლევან ურიდია, პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას - დეა ბაძაღუა და ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი - დალი ჯონჯუა (სიკვდილის შემდეგ).

გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.

ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებში - „საბჭოთა აფხაზეთი“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, სოხუმის დაცემამდე კი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის 11 ნოემბერს გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ