ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ ვითარებას, მაგრამ, მთლად ისეთიც არაა, განსხვავებებიც სახეზეა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არჩევნების შემდეგ გვაქვს, ვგულისხმობ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით?

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები იყო და არც თუ ისე სუსტი, მაგრამ, მაშინ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოუწოდეს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისაკენ. ოპოზიცია იბრძოდა ფაქტობრივად ორ ფრონტზე. ცდილობდა დაერწმუნებინა პარტნიორები რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ვერ მიიღო მხარდაჭერა და მეორე მხრივ და იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ასეთი ვითარების შემდეგ თბილისში შარლ მიშელი ჩამოვიდა და მოლაპარაკებები დაიწყო. ვთვლი, რომ მაშინ ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა და პარლამენტში შევიდა და გააგრძელა პოლიტიკური ბრძოლა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება გაცილებით რთული და მძიმეა. 2020 წელს საგარეო ფაქტორები გაცილებით სხვაგვარი იყო ვიდრე 2024 წელს. დღეს 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში სხვა საგარეო პოლიტიკური ვითარებაა.

ამას დაემატა ისიც რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ პიკს მიაღწია, ასე რომ ვითარება ბევრი თვალსაზრისითაა შეცვლილი. დღეს ოპოზიციას აქვს ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. შედეგი კი ასეთია, დღეს „ქართული ოცნება“ მარტოა აღმოჩენილი. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არასტაბილური ვითარებაა. თუმცა, მოსახლეობის ფართო ფენებში რადიკალური განწყობები არაა. არ ვგულისხმობ მხოლოდ დემონსტრანტებს.

მიუხედავად ამისა არჩევნების შემდეგ ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვას კრიზისულიც კი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება გაცილებით რთული და მძიმეა. 2020 წელს საგარეო ფაქტორები გაცილებით სხვაგვარი იყო ვიდრე 2024 წელს. დღეს 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში სხვა საგარეო პოლიტიკური ვითარებაა... დღეს ოპოზიციას აქვს ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. დღეს „ქართული ოცნება“ მარტოა აღმოჩენილი

ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორ გეგმებს დასახავს ოპოზიცია და რამდენად სწორად განავითარებს თავის გეგმას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლა არ აპირებს, მაგრამ, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა გახსნას თუ პარლამენტი არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. პარლამენტი შეუდგება მუშაობას. პარლამენტი იქნება „კოჭლი“, მაგრამ, მაგრამ ეს მას საქმიანობის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ყველა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებას და პარლამენტის ახალი შემადგენლობის შეკრებას ელოდება. ოპოზიცია ამბობს რომ აქტიური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთობა-ნაცმოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ცესკოსგან პარტიული სიების ჩახსნა მოითხოვა. ცესკო-მ თქვა, რომ მას ამის უფლება არ აქვს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საკითხში მოვლენები „ქართული ოცნების“ სცენარით განვითარდება.

გაქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ცვლილებებს შეიტანს ისეთ თემაზე, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით არჩევნების შედეგებზე გამოძიება?

- რაც შეეხება სიების ჩახსნას, სამართლებრივად ეს მთლად გამართლებული არაა და ხელისუფლება ამას გამოიყენებს. გამოიყენებს იმას რომ ცესკო ყველა არჩეულ დეპუტატს მანდატს გამოუწერს და პარლამენტში გადააგზავნის. პარლამენტი აღიარებს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილებას. ამის შემდეგ ამ პარტიებს მოუწევთ იგივე პროცედურის გავლა, რაც ახლა გაიარეს. ანუ, ეს პროცედურა ისევ გასავლელი ექნებათ.

ამ პროცესების ფონზე ხელისუფლება აქტიურად ეწევა პროპაგანდას, რომ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში როგორც 2020-ში. ეს უფრო ოპოზიციის საწინააღმდეგო პროპაგანდას უფრო ჰგავს, ვიდრე ამ ეტაპზე ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით სამართლებრივად გამართულ პოზიციას.

რაც შეეხება იმას, რას იზამს ხელისუფლება. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი ვერ იქნება ცალკე განხილული ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებისგან. აქ მნიშვნელოვანია რა როლს შეიტანს ამ პროცესებში აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს დასავლეთი კი არ მისცემს პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას, გვეყოლება კოჭლი პარლამენტი, მაგრამ, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს დასავლეთი კი არ მისცემს პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას, გვეყოლება კოჭლი პარლამენტი, მაგრამ, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას

თუ ვიფიქრებთ, რომ „ქართული ოცნება“ ვითარების განსამუხტად გადახედოს თავის პოზიციებს. ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციები ექნება ტრამპს არა საქართველოს, არამედ უკრაინასთან, უფრო სწორად რუსეთთან მიმართებაში. იქნება ის მოსკოვთან რადიკალურად დაპირისპირებული თუ არა.

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსულის ანარეკლია, რაც ჩემი აზრით სწორი შეფასებაა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი საგარეო პოლიტიკის „ქართული ანარეკლი“ რა ფორმას მიიღებს. 2025 წლის 25 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იქნება დაკომპლექტებული და სადღაც გაზაფხულზე ალბათ გამოჩნდება რა შეიცვლება ამ დამოკიდებულებაში. თუ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნა შემრიგებლური, „ქართული ოცნება“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ბევრს არაფერს არ შეცვლის.

შესაძლოა, მათი რიტორიკა ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ, პოლიტიკა არ შეიცვლება. თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული და სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

თუ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნა შემრიგებლური, „ქართული ოცნება“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ბევრს არაფერს არ შეცვლის. შესაძლოა, მათი რიტორიკა ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ, პოლიტიკა არ შეიცვლება. თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ მათ „ქართული ოცნების“ მიმართ თავიანთი პოლიტიკა ჩამოაყალიბონ. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხმრავალი აქციები უნდა იყოს როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და მაშინაც, როცა პარლამენტი შეკრებას გადაწყვეტს, მაგრამ, მანამდე ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორია ჩვენი დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული დამოკიდებულება ჩვენი არჩევნებისა და საერთოდ საქართველოს მიმართ. იქნება ეს ვიზალიბერალიზაციასთან თუ საკვანძო ფიგურების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ეს იმათაც უნდა იცოდეს, ვინ „ქართული ოცნების“ გულწრფელი მომხრეა. ეს იმისთვისაა საჭირო, მათაც რომ იგრძნონ, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყანა. ადამიანების ეს ნაწილი დღეს სახელისუფლებო პროპაგანდის გავლენის ქვეშაა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ თუ ისე ცუდი პროპაგანდა აქვს.

- საქართველოსთან მიმართებაში რა დამოკიდებულება ექნება აშშ-სა და ევროპას, ამაზე კი ისაუბრეთ, მაგრამ, ვინაიდან ახლა ჩვენთვის ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მთავარი საკითხია დაიბრუნებს თუ არა, ან ექნება თუ არა საქართველოს ევროკავშირისა და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი, ამ თვალსაზრისით რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს, ან გვქონდეს?

- ჯერჯერობით რაც ხდება, იმაზე მიანიშნებს და არც თუ ორაზროვნად, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწუხებს თუ რა დამოკიდებულება ექნება მის მიმართ არც ჩვენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და არც აშშ-ს. „ქართული ოცნება“ ისევ ისეთ პოლიტიკას გააგრძელებს, რა პოლიტიკას აქამდე აწარმოებდა. გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები, ამიტომ ამ თვალსაზრისით დიდ ცვლილებებს არ ველოდები.

ჯერჯერობით რაც ხდება, იმაზე მიანიშნებს და არც თუ ორაზროვნად, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწუხებს თუ რა დამოკიდებულება ექნება მის მიმართ არც ჩვენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და არც აშშ-ს

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, რა საგარეო პოლიტიკასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. ამას სჭირდება გარკვეული დრო. ამაზე გადამწყვეტი იქნება არა მარტო პარტნიორების პასუხები, არამედ, მათ გადაწყვეტილებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის შიგნით. გნებავთ ეკონომიკური, ან პოლიტიკური, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, რა საგარეო პოლიტიკასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

თუ გავიხსენებთ იმას, 2003 წელს რა იყო, ან 2012 წელს რა იყო, პირველ და მეორე შემთხვევაშიც, მაშინ ოპოზიციამ შეძლო ის, რომ მთელი მოსახლეობისთვის ცხადი გახდა რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ვიზუალურად გახდა ცხადი. 2012 წელს ოპოზიციის აქტიურობა იმდენად მასშტაბური იყო, ოპოზიციის მუხტი ჩანდა. ეს კი იმას ნიშნავს დღეს, რომ ოპოზიციამ უნდა შეძლოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ ვიზუალურადაც ისეთი ეფექტების შექმნა, რომ ეს მოსახლეობამაც იგრძნოს.

რბილად რომ ვთქვათ, აქ ოპოზიციამ შეცდომები დაუშვა. იმ ორი წინა შემთხვევებისგან შედარებით რაც გავიხსენე და თუ რა ხდებოდა 2003 და 2012 წელს. ამჯერად ვითარება ასეთია - სანამ მოსახლეობა არ იგრძნობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ოპოზიციის საუბარი მაინც პროპაგანდის დონეზე დარჩება.

- ოპოზიცია თავის შეცდომებზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ერთი თვალნათლივ ჩანს, როგორ გამორჩათ მხედველობიდან მათ ის, რომ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებულ ამომრჩეველთა სიას რომ ცესკო-ს საარჩევნო სიასთან კავშირი არ ჰქონდა, ამას შეეძლო არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულად ჩატარების პროცესისთვის ევნო...

ან ის, თუ რატომ არ გასცა პასუხი ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე იმ შიშებთან დაკავშირებით რაც უკავშირდებოდა იმას, რომ „თუ ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა ომის საფრთხე ქვეყანას აუცილებლად ექნებოდა...

- ოპოზიცია იმდენად იყო დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში 50%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, მათ შორის მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ „ქართული ოცნება“ ამას ვერ გააკეთებდა, ოპოზიციამ რაღაცებს ყურადღება არ მიაქციეს. ამის მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ საკმაოდ დიდი იყო პროპაგანდა, რომ ელექტრონული სიები გაყალბებას გამორიცხავდა. ამ თემისადმი ოპოზიციის ნელ-თბილი დამოკიდებულება შესაძლოა, ამითაც აიხსნებოდა. ამან ხელისუფლებას საშუალება მისცა არჩევნების დღეს თავისუფლად ემოქმედა.

ოპოზიცია იმდენად იყო დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში 50%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, მათ შორის მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ „ქართული ოცნება“ ამას ვერ გააკეთებდა, ოპოზიციამ რაღაცებს ყურადღება არ მიაქციეს

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ელექტრონული აპარატები შემოიტანა, მეც და სხვასაც ეჭვიც კი არ გასჩენია, რომ უბნებში დამონტაჟებული ელექტრონულ სიებში რაღაც იყო დამალული. ეს ეჭვი რომ მაშინ გაჩენილიყო, ახლა საქმე სხვაგვარად იქნებოდა. მგონია რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ უბნებში დამონტაჟებულ ელექტრონულ სიებს არ ჰქონდა კავშირი ცესკო-ს ამომრჩევლების საერთო სიებთან.

ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ უბნებში დამონტაჟებულ ელექტრონულ სიებს არ ჰქონდა კავშირი ცესკო-ს ამომრჩევლების საერთო სიებთან

საზოგადოებრივი აზრი ისე მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, როგორც საჭირო იყო. - გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია კაია კალასი, რომელმაც ამას წინათ განაცხადა - „ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის“.

„ქართული ოცნება“ კი უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან საქართველოს მხოლოდ 3 ჰქონდა შესრულებული და ისიც სანახევროდ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კომისიამ შარშან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაინც მიანიჭა.

შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, ან განცდა, რომ ევროკომისია თუნდაც იმ პრეტენზიების გამო, რომელიც წამყვან ევროპულ ქვეყნებს ჩვენს მიმართ არჩევნებთან დაკავშირებით აქვთ, საქართველოს გვერდით არ დაუდგება და არ გააგრძელებს მასთან ურთიერთობას?

- ამ მხრივ ძალიან რთული ვითარება ჩამოგვიყალიბდა და ახლა ევროკავშირი ხელს ვერ დაიბანს და განზე ვერ გადგება. ეს იქნება არა ქართული ოპოზიციის, არამედ ევროკავშირის მარცხი. რამდენად აგრესიული იქნება ევროკავშირის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, ეს თემა აქტუალურია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი ლოიალური ჩვენს მიმართ ნამდვილად ვერ იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ რაღაც სანქციები დაწესდება, ველოდები იმასაც, რომ ქართულ ოპოზიციასთან ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობას და იქნება იმის გარანტია, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ სწრაფი ნაბიჯებით წავალთ წინ ევროკავშირისკენ. ამის მოლოდინი ნამდვილად მაქვს.

ახლა ევროკავშირი ხელს ვერ დაიბანს და განზე ვერ გადგება. ეს იქნება არა ქართული ოპოზიციის, არამედ ევროკავშირის მარცხი. რამდენად აგრესიული იქნება ევროკავშირის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, ეს თემა აქტუალურია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი ლოიალური ჩვენს მიმართ ნამდვილად ვერ იქნება

მაგრამ, რამდენად რადიკალური იქნება დასავლეთის განცხადებები და ნაბიჯები საქართველოს მიმართ, ეს ცალკე აღებული თემა ვერ და არ იქნება. ეს იქნება ერთობლივი პოლიტიკა ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულების გამოხატვა ჩვენს მიმართ. ამ პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება დასავლეთისა და აშშ-ს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

თუ დასავლეთსა და აშშ-ს ურთიერთობა რუსეთთან „ლაგდება“, რუსეთის მოთხოვნა იქნება საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდეს და დარჩეს რუსული გავლენის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ და ვიქნებით ამ მდგომარეობაში სანამ არ მივხდებით, რომ დამღუპველ რეალობაში ვართ.

თუ დასავლეთსა და აშშ-ს ურთიერთობა რუსეთთან „ლაგდება“, რუსეთის მოთხოვნა იქნება საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდეს და დარჩეს რუსული გავლენის ქვეშ... ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ და ვიქნებით ამ მდგომარეობაში სანამ არ მივხდებით, რომ დამღუპველ რეალობაში ვართ

თუ ტრამპმა რუსეთთან „დალაგება“ ისე დაიწყო, როგორც არჩევნებამდე აცხადებდა, მაშინ დიდი ალბათობით ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით და ჩაითვლება რომ ჩვენი საზოგადოება არ იყო მზად დამოუკიდებლობა ეტვირთა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს