თსუ-ში ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომები გაიცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ „განათლების მეცნიერებების“ მიმართულებით ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორთან ერთად კურსდამთავრებულთა დიპლომებს ხელი მოაწერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა.

,,ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. ვეცდებით მომავალშიც ხელი შევუწყოთ გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ერთობლივად დანერგვას. საინტერესო იქნება, მსგავსი პროგრამები სხვა მიმართულებებზეც შევიმუშაოთ“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020 წლიდან მოქმედებს ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“. პროგრამის შექმნა ეფუძნება განათლების სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების საერთო ხედვას და მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებებისა და გამოწვევების გადაწყვეტას; ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, შეძლოს ახალი ცოდნის შექმნა და წვლილის შეტანა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის განვითარების პროცესში.

ამჟამად სადოქტორო პროგრამაზე ირიცხება 60 დოქტორანტი. ერთობლივ სადოქტორო პროგრამას უკვე 14 კურსდამთავრებული ჰყავს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე