აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თუნმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში - სამხრეთ დაკოტას შტატს წარმოადგენს, „რესპუბლიკელთა“ ლიდერისთვის კენჭისყრის მეორე რაუნდში 29 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ ჯონ კორნინმა (ტეხასის შტატი) - 24 ხმა.

სენატორი რიკ სკოტი (ფლორიდის შტატი), რომელსაც უპირატესობას დონალდ ტრამპის მოკავშირეები აძლევდნენ, მაგალითად ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, 13 ხმის აღების შემდეგ კენჭისყრის პირველი რაუნდიდად გამოირიცხა.

თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება და 2021 წლიდან სენატის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ტოვებს.

ცნობისთვის, წარსულში თუნი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა. მარტში, როდესაც კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიღება განიხილებოდა, თუნი მის მიღებას უჭერდა მხარს და განაცხადა, რომ “აშშ-ს მსოფლიო არენიდან ჩამოშორება არ შეიძლება”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ