დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად კონგრესის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტულსი გაბარდი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას „უშიშარ სულისკვეთებას“ მოუტანს.

„ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ტულსი იბრძვის ჩვენი ქვეყნისა და ყველა ამერიკელის თავისუფლებისთვის. მე ვიცი, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას მოუტანს უშიშარ სულისკვეთებას დაიცავს რა ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და უზრუნველყოფს მშვიდობას სიმტკიცის მეშვეობით. ტულსი ყველას ამაყს გაგვხდის!“- განაცხადა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა