იტალიელი სომელიე - ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები.

ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.

„ძალიან ამაღელვებელია ისეთი ღვინის დაგემოვნება, რომელსაც 8000-წლიანი დაყენების ისტორია აქვს. ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. საქართველოში გვხვდება ღვინის დაყენების როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდები. ბოლოს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, დავაგემოვნე რაჭა-ლეჩხუმის ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ღვინოები. მე ახლაც მახსოვს მისი გემო, ვიმედოვნებ, რომ ამ ჯიშის ღვინოებს აქაც ვიპოვი“, - აღნიშნა გუიდო ინვერნიციმ, რომელიც იტალიის სომელიეთა ასოციაციის წევრია.

„33-წლიანი ისტორიის „მერანოს ღვინის ფესტივალი“ მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან.

ქარული ღვინის პოზიციონირება აღნიშნულ ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს, რომ ღვინის სამშობლოდ აღიარებული საქართველო, რომელსაც ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია აქვს, დღესაც ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, „მერანოს ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ