ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

„ჩვენ „მიგ-29“-ების საკითხზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს მარაგშია დარჩენილი, რადგან რამდენიმე უკრაინას ცოტა ხნის წინ გადაეცა. ჩვენ კიდევ ერთი ესკადრილია გვყავს და ამ კუთხით საქმე გადაწყვეტილებას ეხება. ახლა ამ თვითმფრინავებს ვიყენებთ, „მიგ-29“-ებს, რომლებიც ჩვენს მისიებში მონაწილეობენ. თუ მათ უკრაინას გადავცემთ, მაშინ ერთი ფუნდამენტური პირობა არსებობს, კერძოდ, ჩვენი ცა დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

მისივე თქმით, პოლონეთი მზად არის უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს, თუ დასავლეთი გამანადგურებლების პოლონეთის ავიაბაზებზე გადაყვანას გადაწყვეტს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს