გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიური ანგარიში მომზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2023-2024 წლებში, იმერეთის (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხონი, ვანი და ბაღდათი), სამეგრელოს (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი, აბაშა), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) და გურიის (ლანჩხუთი) მხარეებში გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკები მომზადდა, ასევე, მინერალური რესურსებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

„მითითებულ ტერიტორიებზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა არ განხორციელებულა. 2014-2023 წლებში მომზადდა კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გურიის ნაწილების სახელმწიფო გეოლოგიური რუკები.

გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, მათ შორის, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, მიწისქვეშა წყლების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის გეოლოგიური კვლევებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური პრობლემების მართვის თვალსაზრისით.

დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცულ არქივში შეუძლიათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა