ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები „რადვანის“ ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე პასუხს აგებდნენ.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც „ჰეზბოლა“ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად იყენებდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს