საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

„საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი, იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, SKY express ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და გაზრდის მგზავრთა ნაკადს.

„საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეემატა. SKY express ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა ავიაკომპანიას წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებით საბერძნეთის მიმართულებით და პირიქით, 186,782 მგზავრმა ისარგებლა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე