Human Rights Watch - ისრაელი ღაზაში პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ახორციელებს, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ

ისრაელი ზედამხედველობს ღაზაში პალესტინელების იძულებით გადაადგილებას მიზანმიმართული და სისტემატური კამპანიის სახით, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

154 ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ღაზაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ნგრევა, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გრძელდება და რომელსაც, გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით, 1,9 მილიონი პალესტინელის იძულებით გადაადგილება მოჰყვა, რაც ტერიტორიის მოსახლეობის 90%-ზე მეტს შეადგენს.

ანგარიშში საუბარია ისრაელის ძალების მიერ ღაზაში სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის „უკანონო და განზრახ, კონტროლირებად განადგურებაზე“. ორგანიზაციის შეფასებით, ისრაელის აშკარა მიზანია, შექმნას ბუფერული ზონები და უსაფრთხოების დერეფნები, საიდანაც პალესტინელები, სავარაუდოდ, სამუდამოდ იძულებით გადაადგილდებიან.

„ისრაელის მთავრობას არ შეუძლია თქვას, რომ პალესტინელებს უსაფრთხოდ იცავს, როდესაც ის ხოცავს მათ თავის დაღწევის მარშრუტებზე, ბომბავს ე.წ. უსაფრთხო ზონებს და უწყვეტს საკვებს, წყალს და სანიტარულ პირობებს. ისრაელმა უხეშად დაარღვია თავისი ვალდებულება, უზრუნველყოს პალესტინელების სახლში დაბრუნება, ანადგურებს რა პრაქტიკულად ყველაფერს დიდ ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო სამართლის მიმართ ერთგულები არიან და შესაბამისად მოქმედებენ. ამასთან, მათი მტკიცებით, გასცემენ ევაკუაციის ბრძანებებს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული ზიანისგან დაიცვან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ