გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-სთან დიალოგის ახალ შესაძლებლობას აჩენს

დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-სთან დიალოგის ახალ შესაძლებლობას აჩენს, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთადერთი შესაძლო ცვლილება ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა“, - განაცხადა გენადი გატილოვმა.

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შიდა პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვაშინგტონი მოსკოვის შეკავების მიზნისკენ ისწრაფვის.

„ადმინისტრაციის ცვლილება ამას ნაკლებად შეცვლის“, - აღნიშნა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს