ირაკლი კობახიძე - NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს - არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ასეთია მათი, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც სამწუხაროა

NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, თუ პივიტი სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული პივიტი და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას პივიტის გაყალბება ეღიარებინა.

„ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ პივიტი, ცდომილება პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ ენჯეოს და მათ დონორებს, რომ პივიტი იყო ცდომილებაში ცესკოს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა", რომელიც დაშვებული იქნა პივიტის შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ პივიტის აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა - როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არც არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ასეთია ენჯეოების მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე