Reuters - კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე“ დრონების მასობრივი წარმოების განკარგულება გასცა

ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით, ე.წ. კამიკაძე დრონები გამოცადა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს საჰაერო იარაღის მასობრივი წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დრონების წარმოება სამხედრო თეორიის სასწრაფო განახლებას მოითხოვს.

ჩრდილოეთ კორეულ მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა სერიული წარმოების სისტემის შექმნის აუცილებლობას რაც შეიძლება ადრე და სრულმასშტაბიან მასობრივ წარმოებაში გადასვლას.

„ასეთი ობიექტური ცვლილება სასწრაფოდ მოითხოვს სამხედრო თეორიის, პრაქტიკისა და განათლების მრავალი ნაწილის განახლებას“, - ციტირებს ადგილობრივი მედია კიმ ჩენ ინს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს