ჯაბა სამუშიამ თსუ-ს სტუდენტური კაპელას წევრებს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მიულოცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონკურსში THE WORLD CHORAL CUP 2024 გამარჯვებულ თსუ-ს სტუდენტური კაპელას წევრებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ს კაპელამ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსში თასი და ოქროს მედალი მოიპოვა.

„მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს ჯილდო. თქვენი გამარჯვება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. უნივერსიტეტი ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ თსუ კაპელას წევრებთან შეხვედრაზე.

ინფორმაციის თანახმად, კონკურსში, რომელიც INTERKULTUR-ის ორგანიზებით ჩატარდა, მსოფლიოს 34 ქვეყნის 52 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 8 გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე, მათ შორის იყო თსუ კაპელა, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

„შეხვედრაზე თსუ კაპელას ხელმძღვანელმა, ლაშა მიროტაძემ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა 2015 წელს შეიქმნა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ქართული, ევროპული, აფრო-ამერიკული და თანამედროვე საგუნდო მუსიკის ნიმუშებს. დაარსების დღიდან გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და ეროვნულ კონკურსებში და არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე