პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, „დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ჯგუფ „დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით მართავენ. მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აქციას ასევე თსუ-ს სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა, რომელთაც ბანერი უჭირავთ წარწერით: „არჩევანი მოგვპარეს, არადანი ჩვენია", ასევე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს.

„ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენ ვხვდებით, რომ არჩევნების გაყალბება არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნისთვის, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და „რუსულ კანონს“ არ იღებენ, არ დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანებს შეხედულებების გამო და არ სცემენ მათ სპეცრაზმის მეშვეობით. ფაქტია, ყოველდღიურად ჩვენ ბევრ რაიმეს გავიგებთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა.

როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, ავტორიტარიზმი რამდენიმე დღეში არ სრულდება.

„გეგმას აქვს სამი შემადგენელი ასპექტი. პირველი ეს არის არჩევნების საერთაშორისო არ აღიარება, მეორე პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის შესვლა და ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე, რომ საზოგადოებამ ამ პროცესს შეუშალოს ხელი, რომ „ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს იმ დარბაზში. ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობს",- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის