გია ხუხაშვილი - სკეპტიციზმი, იმის თქმა, „მოდი, ერთობლივი აქტი მოვაწყოთ, დედა დავიფიცოთ, მამა დავიფიცოთ“, აბსოლუტურად ზედმეტია - ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ჩვენი გამოცდილებით, პირველი ის შედის პარლამენტში

თუ ახალგაზრდები გადავიდნენ აქტიურ მოქმედებაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების საქმე ძალიან მძიმედ იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბათუმსა და თბილისში სტუდენტების პროტესტს ეხმაურება.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ენერგია ამ სიტუაციაში, როდესაც საპროტესტო, ქარიზმატული ლიდერები პოლიტიკურ სპექტრში არ გვყავს.

„ახალგაზრდების პროტესტი, რა თქმა უნდა, შეცვლის საპროტესტო ტალღის ენერგეტიკას, მასშტაბურობას. არა თუ შეცვლის, არამედ ახალგაზრდების დამარცხება შეუძლებელია. თუ ახალგაზრდობა აქტიურად დაიცავს თავის თავისუფლებას, ევროპულ მომავალს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რა გველოდება საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციით.

თუ ისინი გადავიდნენ აქტიურ მოქმედებაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების საქმე ძალიან მძიმედ იქნება. მათ ვერაფერს ვერ უზამენ, თუ ცემ ახალგაზრდას, გაათმაგებული ენერგიით გააგრძელებს პროტესტს და ჩვენ ეს ნანახი გვაქვს.

ახალგაზრდული ენერგიაა ყოველთვის ლიდერი. მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც დღეს საპროტესტო, ქარიზმატული ლიდერები პოლიტიკურ სპექტრში არ გვყავს, რომელთაც შეუძლიათ კაპიტალიზაცია მოახდინონ მთელი პროტესტის, რაც ახლა ძირითადად დაქსაქსულია და სამზარეულოს დონეზე არსებობს. ამას უნდა კაპიტალიზაცია, კონსოლიდაცია და ეს მხოლოდ ახალგაზრდულ ენერგიას შეუძლია”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მანდატების გაუქმებისა და ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლის საკითხს, გია ხუხაშვილის განცხადებით, ამაზე საუბრისას პათეტიკა საჭირო არაა, რადგან „ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, პირველი ის შედის ხოლმე შემდეგ პარლამენტში“.

„ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, სკეპტიციზმი, თქმა, რომ „მოდი ერთობლივი აქტი მოვაწყოთ, დედა დავიფიცოთ მამა დავიფიცოთ“, აბსოლუტურად ზედმეტია ეს ლაპარაკი. ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ჩვენი გამოცდილებით, პირველი ის შედის ხოლმე შემდეგ პარლამენტში, ის არღვევს ხოლმე სიტყვას. არ გვინდა პათეტიკა და მკერდზე მჯიღების კვრა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება