Reuters - დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა

დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, Southwest Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც დალასის „ლავ ფილდის“ აეროპორტიდან გასაფრენად ემზადებოდა, ტყვია გვიან ღამით მოხვდა, რის შემდეგაც, თვითმფრინავი გასასვლელთან დაბრუნდა.

„დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ინციდენტის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

რეისი 2494 დალასიდან (ტეხასის შტატი), ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი), მიფრინავდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა