უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 83 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 53 ჩამოაგდეს, ხოლო 30 ქვეყნის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ჩერკასის, ოდესის, კიევის, ჟიტომირის, სუმის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს