შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.

„პროექტი მოიცავს 700 ჰექტრამდე ტერიტორიას. მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი ნერგებით შევსება. დღეისთვის დარგულია 150 ათასამდე ახალი ნარგავი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლომდე 200 ათასს მიაღწევს. პროექტი საერთო ჯამში 700 ათასი ახალი ნერგის დარგვას ითვალისწინებს.

ასევე შეიქმნა მცირე ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირებულია 20 კმ-მდე ტურისტული ბილიკი, მონტაჟდება ძელსკამები, ეწყობა თბილისზე გადმოსახედები, მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს ფონდი „ქართუ" ახორციელებს და მისი ღირებულება 22 მილიონ ლარამდეა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო