გიორგი შარაბიძე - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში ჩავდეთ ჩვენი პროფესიული და ცხოვრებისეული სახელი და თუ დადასტურდება, რომ რაიმე გადაცდომა მაქვს, აბსოლუტურად ღია ვარ ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობისთვის

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში ჩავდეთ ჩვენი პროფესიული და ცხოვრებისეული სახელი და თუ დადასტურდება, რომ პირადად მე რაიმე გადაცდომა მაქვს ამ პროცესში, აბსოლუტურად ღია ვარ ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობისთვის, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩევნები შეაჯამეს.

შარაბიძემ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერი წევრების მიერ ცესკო-ს სხდომის დატოვებაზე და მათ რიტორიკული კითხვა დაუსვა იმ ბრალდებებზე, რასაც ისინი არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საუბრობენ.

„2016 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე რატომ ტოვებენ დარბაზს [ოპოზიციონერები]?! იცით, რატომ ტოვებენ? მინდოდა დამესვა კითხვა გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტში პუნქტები რომ ჩამოთვალეს, თითქოს არჩევნებზე მანიპულაცია დასტურდება. მინდოდა მეკითხა - ახლა რიტორიკულად ვსვამ და იქნებ შემდეგ მიპასუხოთ: რომელმა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ან ცესკო-ს რომელმა თანამშრომელმა და როდის, შეცვალა მარკერი? რომელმა და როდის დაამოკლა ჩარჩო ფორმა, რომელიც ცესკო-ში ამ სხდომაზე უმაღლესი მხარდაჭერით იქნა მიღებული? რომელმა და როდის დაათხელა ბიულეტენი, როდესაც დოკუმენტით და კონტრაქტით დასტურდება, რომ იყო ყველაზე სქელი, რაც წინა შემთხვევაში დასტურდება. ამიტომაც არ არიან აქ, რომ ასეთი ბრალდებების პასუხი არ არსებობს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა - ამიტომ, მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, კრიტიკულად შევხედოთ ამ ინფორმაციას და გადავამოწმოთ. შევხედოთ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო ვენდორი კომპანიების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ აუდიტის მიერ დადასტურებულია, რომ ტექნოლოგიურად ფარულობა დაცული იყო და დადასტურებულია, რომ არსებობდა ჩარჩო კონვერტი“,- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო