მამუკა მდინარაძე - ამასობაში ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია! გილოცავთ ყველას! გილოცავ საქართველო! ვულოცავ ანდრიას!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს.

„ამასობაში ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია!

გილოცავთ ყველას! გილოცავ საქართველო! ვულოცავ ანდრიას!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე გამარჯვება ანდრია ფუტკარაძემ სიმღერით - To My Mom მოუტანა.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება