ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ილონ მასკსა და ირანის ელჩს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამერიკული მედიის შეთითხნილი ამბავია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კატეგორიულად უარყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თეირანის წარმომადგენელსა და ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

”ეს იყო ამერიკული მედიის მიერ შეთითხნილი ამბავი. ჩემი აზრით, ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ილონ მასკისა და ირანის წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ ნიადაგის მოსინჯვაა, არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი ნაბიჯისთვის”, - განაცხადა არაღჩიმ.

მისი მტკიცებით, კიდევ ელოდებიან აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან სიცხადეს მის პოლიტიკასთან დაკავშირებით და საკუთარ პოლიტიკას სწორედ ამას შეუსაბამებენ.

„ამჟამად, ასეთი შეხვედრების არც დროა და არც მიზანშეწონილია. ჩვენი ბირთვული გზა მომავალ წელს იქნება მგრძნობიარე და რთული და ჩვენ მზად ვართ კონფრონტაციისთვის ან თანამშრომლობისთვის", - განაცხადა არაღჩიმ.

შეგახსენებთ, New York Times-მა ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გაერო-ში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს