გერმანიის ელჩი - რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო ჯერ არ არის

რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი მიიჩნევს, რომ დემილიტარიზებული ზონების ან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ახლა რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას, ასე რომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც ამის განხილვა შეგვიძლია”, - აღნიშნა ლამბსდორფმა.

თუმცა, მისი თქმით, ცხადია, რომ ევროპა ითამაშებს გარკვეულ როლს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში, რადგან ეს ასევე ეხება უსაფრთხოებას ევროპაში, გერმანიაში.

"ეს არის ომი ევროპაში და ევროპა მიიღებს მონაწილეობას მის დასრულებაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა ლამბსდორფმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა