მედია - ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. „პარლამენტთან“ განლაგებულ სამხედრო ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ

ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეები ე.წ. სამთავრობო შენობებთან გაჩერებულ ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ტექნიკა 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის შენობისკენ იმ მიზნით გადაისროლეს, რომ „ოპოზიციის“ მხარდამჭერებს შენობაში არ შეეღწიათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა სწორედ მისი დახმარებით გაარღვიეს ღობე. შედეგად, ტექნიკა ორი დღის განმავლობაში ე.წ. პარლამენტის წინ იდგა და შენობის მისადგომებს ბლოკავდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტექნიკის დაბრუნებაზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეუთანხმდნენ.

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა