თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტმა აცნობა, რომ ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები ერთი დღით შეჩერდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით. სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიუვიდათ.

მათივე ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში მიმდინარეობს, განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება.

„გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით. ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით“, - მისწერეს თსუ-დან სტუდენტებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა