გიტანას ნაუსედა - ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას - მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა, მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ადასტურებს, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია გიტანას ნაუსედას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნაუსედას განცხადებით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში.

„ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა. მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა. იყავი ძლიერი, უკრაინა!“- წერს ნაუსედა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა