სოხუმში აფხაზეთის ე.წ. „სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის“  შენობის დაკავება სცადეს, დაცვამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლები იძულებული იყვნენ, გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ.

„ამ ქმედებებმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის სტაბილიზაცია და კონფლიქტის განვითარების პრევენცია“, - აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება