ბინის შიდა განვადებით შეძენა - რჩევები OKTO GROUP-სგან

ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა შიდა განვადებით ბინის შეძენის ტენდენცია. მრავალი ადამიანისთვის ეს იპოთეკის ოპტიმალური ალტერნატივაა. თუმცა მასაც აქვს გარკვეული მინუსები, რომელთა გამოც შესაძლოა არ იყოს კონკრეტულ შემთხვევებში საუკეთესო არჩევანი - ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა საკითხში სიღრმისეულად გარკვევა.

შიდა განვადება დეველოპერულ კომპანიასთან პირდაპირი შეთანხმებაა, ბანკის მონაწილეობის გარეშე. მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა უფრო მოქნილად დაგეგმოს გადახდის გრაფიკი საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით. მშენებარე ბინების ყიდვა შიდა განვადებით განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ ან არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საბანკო სესხით.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილება საჭიროებს წინასწარ დეტალურ დაგეგმვას, საკუთარი ფინანსებისა და სამომავლო რისკების შეფასებას.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია რომ შიდა განვადებები, უმეტესწილად, მშენებარე ბინებს ეხება. ბინის სრულად შეფასების წინასწარი შესაძლებლობა ნაკლებსავარაუდოა გქონდეთ, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად დეველოპერს. კომპანიის რეპუტაცია და გამჭვირვალობა გადამწყვეტია. საჭიროა დეტალურად შემოწმდეს მშენებლობის ნებართვები, საკუთრების დოკუმენტაცია და არქიტექტურული პროექტი. ყურადღება გაამახვილეთ სამშენებლო მასალების ხარისხზე, შენობის საინჟინრო სისტემების გამართულობაზე და ენერგოეფექტურობის სტანდარტებზე. გახსოვდეთ, ჭეშმარიტად სანდო დეველოპერი ყოველთვის მზადაა გაუზიაროს პოტენციურ კლიენტს დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.

თუ უძრავი ქონების შეძენას საინვესტიციო მიზნით აპირებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლოკაციას და ტერიტორიის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსაც. მიმდებარე ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კავშირები და სოციალური ობიექტების სიახლოვე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბინის ღირებულების ზრდის პოტენციალს. საინვესტიციო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შეაფასოთ ფართის საიჯარო ღირებულება და მოთხოვნის დინამიკა კონკრეტულ უბანში.

შიდა განვადების გასაფორმებლად დეველოპერული კომპანიების უმრავლესობა 10-20%-იან საწყის შენატანს ითხოვს - ეს მაჩვენებელი დღეს სტანდარტად ითვლება. ამასთან. შიდა განვადების ვადა, როგორც წესი, 5-8 წელს არ აღემატება, რაც გულისხმობს შედარებით მაღალ ყოველთვიურ გადასახადს საბანკო იპოთეკასთან შედარებით. მაგალითად, OKTO GROUP სტანდარტული 20%-იანი პირველადი შენატანის ფონზე კომპანია სთავაზობს მყიდველს 40-თვიან უპროცენტო განვადებას

კომპანიის მიმდინარე მშენებარე პროექტი არის OKTO ART HOUSE აპარტამენტები ბათუმში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ ხარისხის მშენებლობას და მოქნილ საგადახდო პირობებს. კომპლექსი სტრატეგიულად მომგებიან ლოკაციაზე - ზღვიდან 500 მეტრის დაშორებით, ბათუმის ახალ ბულვართან მდებარეობს. მოიცავს როგორც სტუდიო ტიპის, ისე იზოლირებული საძინებლის მქონე აპარტამენტებს, რაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს პოტენციურ მყიდველებს.

შიდა განვადებასთან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალ იურისტთან და დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გადახდის გრაფიკს, ვადებს და მხარეთა ვალდებულებებს. თუ საბოლოოდ გადაწყვეტთ ბინის შეძენას და შიდა განვადების გაფორმებას, არ დაგავიწყდეთ ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების გათვალისწინება, მათ შორის რემონტისა და მოწყობისთვის საჭირო თანხა, რათა თავიდან ავიცილოთ მოულოდნელი ფინანსური სირთულეები.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე