სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 20 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 19 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19 ნოემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 19 ნოემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 19 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19 ნოემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები