ლევან მგალობლიშვილი - სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი

სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი, რადგან მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალია და ორიენტირებულია დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაზე, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ხონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდებთან აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც დროებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებაზე და ნდობის აღდგენაზეა ორიენტირებული.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებაზე.

„სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება პროექტები, რომელიც მიმართულია შერიგებაზე, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაღრმავებაზე, ასევე საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით აქტივობების ხელშეწყობაზე“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ