აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრებს აგრძელებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დევნილებს სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრები დევნილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების აღწერისა და მათი მოგვარების გზაზე, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ურთიერთგაგება დევნილებსა და ხელისუფლებას შორის. მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები, ასევე არის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაერთიანებისა, რასთანაც დღეს, ისე როგორც არასდროს ვართ ახლოს.

კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ მსგავსი პირდაპირი კომუნიკაციის წყალობით და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძელით დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არაერთი აფხაზი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით, სხვადასხვა სამოქალაქო სერვისით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე