ვახტანგ ხმალაძე - არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუ დააკმაყოფილა, პარლამენტის შეკრება ვეღარ შედგება

არა მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა შესაძლებელია და თუ დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტის შეკრება ვეღარ შედგება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, იმ შემთხვევაში კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„აქ ორი ასპექტია, სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით შემაჯამებელი ოქმის გამო და მოითხოვოს, როგორც დროებითი ღონისძიება, არსებითი განხილვის დასრულებამდე შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერება. თუ შეჩერება მოხდა, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, არა მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა შესაძლებელია. თუ დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტის შეკრება ვეღარ შედგება, სანამ არ მიიღებს არსებით გადაწყვეტილებას. ამ თავისი სარჩელით, მე ვფიქრობ, პრეზიდენტი მიუთითებს არსებით რამდენიმე დარღვევაზე, რომელთა საფუძველზეც არჩევნები შეიძლება არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული. ასეთ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ არჩევნები არ იქნა მიჩნეული არაკონსტიტუციურად, მაშინ ხელისუფლება გამოვა კონსტიტუციის დამრღვევი, თუ არ შეიკრიბა პარლამენტი. სამართლებრივად ასეა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გარდა არსებობს მეორე გზაც - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა.

„ერთი გზაა საკონსტიტუციოსთვის მიმართვა, რასაც პრეზიდენტი აპირებს, მეორე გზაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა იმიტომ, რომ ათეულ ათასობით და ასეულ ათასობით ამომრჩევლის უფლებები დაირღვა. მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთათვისაც საარჩევნო უბნები არ გახსნეს და ამაზე კვერი დაუკრა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა. ერთადერთი სასამართლო აღმოჩნდა თეთრიწყაროს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს