ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში „ტექნიკური მისიის“ ამოცანა

არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის - ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე, ჯოზეფ ბორელმა კითხვას უპასუხა იმის შესახებ თუ რატომ თვლის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

„როგორც უკვე ვთქვი საქართველოში მისიის გაგზავნას ვაპირებთ, პოლიტიკური მისიის, რათა მომხდარი მოვლენები შევისწავლოთ. ჩვენ შევაჩერეთ მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ქართული შეიარაღებული ძალების, ასევე, საქართველოს მთავრობისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა შევაჩერეთ, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, ახლა კი იმ პროგრამებისთვის გამოიყოფა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს. ყველა დარღვევას შევისწავლით და ოდირის საარჩევნო დელეგაციის ლიდერს მოვიწვევთ, რათა ახსნას თუ რა ხდება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მან განმარტა თუ რა იქნება ტექნიკური მისიის მიზანი, რომელიც საქართველოში გაიგზავნება.

„შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია, მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში