კახა ბუხრაძე - 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ - გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული - ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას. ეს გზა ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ დაიწყო პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი არაა, რათა გზა გადაკეტილიყო.

„112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული. გადაამოწმეთ. რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ უამრავია. ჩემი აზრით, 50-100 მაინც. ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა. ჩვენ ყველას უფლებებს ვიცავთ, როგორც ამ ხალხის, ასევე მოქალაქეებისაც. მივედით, ავუხსენით როგორც ჩვენ, ისე მერიის წარმომადგენლებმა, მისცეს გონივრული ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორია. რა თქმა უნდა, [გზა] ხელოვნურად იყო ჩაკეტილი. გზის გადასაკეტად არასაკმარისი რაოდენობა იყო ხალხის, საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალაქის პარალიზება მოახდინონ“, - განაცხადა კახა ბუხრაძე „ტვ პირველთან“ საუბარში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე