III საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენციის მიზანია - საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

„ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენო არველაძე; გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტი, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის (ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე, ანდრეას მუნდტი.

გახსნით სესიაში მონაწილეობენ - ირაკლი ლექვინაძე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე; დავით ნარმანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; დავით ონოფრიშვილი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ეკატერინე გალდავა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი და ვახტანგ აბაშიძე, კომუნიკაციების კომისიის წევრი. ყოველწლიური კონფერენციის მიზანია - საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15 დელეგაციას უმასპინძლებს. მთავარი მომხსენებლის რანგში, მონაწილეების წინაშე წარდგებიან - ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; კრისტინა კაფარა, კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის დირექტორის მოადგილე; იზაბელ პერინიონი, ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის მომხმარებელთა დირექტორი და სხვები. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE) კოლეგა უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნება - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები და პრაქტიკა.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია 6 სამუშაო სესია და 2 პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ: კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე; ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, ციფრულ ბაზრებზე - კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე; მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებზე, სტანდარტებსა და ტენდენციებზე; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით - კარტელებთან ბრძოლის მეთოდებზე; როგორ მიმდინარეობს ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში და ა.შ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ - საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის, გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ccc.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში