რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღებაზე - ეს ნაბიჯი ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა უნდა განიხილონ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ეს ცვლილებები უნდა განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვეულებრივი იარაღის წინააღმდეგ მიღებული ღონისძიება და ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ნატო-ს ოფიციალურმა პირებმაც უნდა განიხილონ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამავე დროს, ერდოღანი მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ უნდა დაიცვას ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და რუსეთთან.

„ვერ ვიტყვით, რომ ომს, რომელშიც ბირთვული იარაღი გამოიყენება, დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით ბოლო დროს უკრაინის მიერ გამოყენებული რაკეტები აჩვენებს, სადამდე მიაღწია ამ ვითარებამ და სადამდე მიაღწევს. ეს რა თქმა უნდა არ არის პოზიტიური განვითარება. როგორც თურქეთი, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას ყველა ამ ნეგატივის წინააღმდეგ და ველით ვითარების განვითარებას მშვიდობისკენ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო