ლევან მგალობლიშვილი - ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები

ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები. დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული მინისტრთა კაბინეტისა და ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მთავრობის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრს ლაშა დოლბაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ლევან მგალობლიშვილმა მომდევნო წლის გეგმებსა და აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებებით ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კომპაქტური ჩასახლების განვითარება და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ