აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის მიერ მთავრობის სხდომის ფორმატში გაცემული დავალებების თანახმად, სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრებზე დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებზე, ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრების მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის, პროგრამების და პროექტების დაგეგმვა.

შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი ბულისკერია და იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ქარაია.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დღიდან ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ აფხაზეთის მოსახლეობასთან და მოსმენილი ინფორმაციების გათვალისწინებით. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებასთან და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობით ბევრი კრიტიკული საკითხის მოგვარება უკვე შევძელით.

ბედნიერი ვარ, რომ აფხაზეთის მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციისას ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი მუშაობის შედეგი, მათ მადლიერებაში, ჩვენდამი დამოკიდებულებაში და მჯერა, რომ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას და რაც მთავარია გაერთიანებას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე