გიორგი მარგველაშვილი - მასობრივი პროტესტის გამოხატვის პიკი პარლამენტის პირველი შეკრება იქნება

მასობრივი პროტესტის გამოხატვა არის ის, რისთვისაც ოპოზიციამ პიკები უნდა მოამზადოს და ეს პიკი, რა თქმა უნდა, იქნება პარლამენტის პირველი შეკრება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, უწყვეტმა საპროტესო აქციებმა საზოგადოება მოამზადა ოპტიმიზმისთვის.

„ერთმნიშვნელოვნად იქნება პიკი. მიწისქვეშეთიდან შეპარული დეპუტაცია როგორ მართავს საქართველოს, ეს ცალკე თემაა. მე ვფიქრობ, რომ 25 ნოემბრამდე ჯერ კიდევ ვითარება არის გასარკვევი. ამ დღეებმა საზოგადოება მოამზადა ოპტიმიზმისთვის. ნელ-ნელა სულ უფრო მეტი სოციალური ჯგუფი დეპრესიიდან გადადის ქმედებაზე. პიკური დღეები ძალიან მნიშვნელოვანია. 25 იქნება თუ სხვა რიცხვი, ეს უნდა იყოს პიკური. ყოველდღე უნდა ვიღვწოდეთ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ცრუ მოლოდინი არ უნდა შევქმნათ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მიერ თბილისის ქუჩებში გამართული უწყვეტი აქციები იყო წარმატებული ნაბიჯი. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, პროტესტმა „ნიჰილიზმი და იმედგაცრუება დააგდო“.

„ჩემი აზრით, აქციები იყო უაღრესად წარმატებული ნაბიჯი, რომელიც გადადგეს პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით იაქტიურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“. გადადგეს ნაბიჯები და მიაღწიეს შედეგს. დღეს მისაღწევია ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი: ოპოზიციის ნათლად პარლამენტში არშესვლა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად კიდევ უფრო ნათელს გახდის, რომ ეს არის საბჭოთა საქართველო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით და მეორე მიზანია ის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ნიჰილიზმის, იმედგაცრუების დაძლევა. ის აქციები, რომლებიც გაიმართა ამის მაჩვენებელი იყო. ამ აქციებმა ნიჰილიზმი, იმედგაცრუება, დეპრესიულობა დააგდო“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების და სიების ჩახსნის საკითხს, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ის, რომ სიების ჩახსნა ყოფილიყო შთამბეჭდავი ნაბიჯი.

მისივე თქმით, ოთხმა ბარიერგადალახულმა პარტიამ სხვადასხვა ენით თუ რიტორიკით თქვეს ერთი და იგივე, მაგრამ ეს არ იყო ამომრჩევლისთვის გასაგები და შთამბეჭდავი.

„პოლიტიკოსის ბიოგრაფიაში პარლამენტში არშესვლა და დეპუტატობაზე უარის თქმა, არის ყველაზე სერიოზული ნაბიჯი. როგორც ვხედავთ ამ ნაბიჯს ადასტურებს ოთხივე ოპოზიციური პარტია, თუმცა ვერ მოხერხდა ის, რომ ეს ყოფილიყო ძალიან შთამბეჭდავი ნაბიჯი. ფაქტობრივად, ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ოთხი სხვადასხვა ენით თუ რიტორიკით თქვეს ერთი და იგივე, მაგრამ ეს არ იყო ამომრჩევლისთვის გასაგები და შთამბეჭდავი. ჩემი აზრით, ყველაზე ნათლად ეს თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , თუ ეს იყო „კოალიცია ცვლილებისთვის, არ მახსოვს. ამომრჩევლისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან თამამი, სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. არადა ეს ყველაფერი მოხდა პიარული თვალსაზრისით, რაღაც დაბნეულობა გამოიწვია, ეს არ არის დიდი ტრაგედია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე