გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის დირექტორის მოადგილე - საქართველო გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე და აქტიური ქვეყანაა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილეს დმიტრი მარიასინს საქართველოს პავილიონში შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.

ოთარ შამუგიამ გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის დირექტორის მოადგილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და აქტიური ქვეყანა გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით, აქტიურად არის ჩართული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით პროცესებსა და შეთანხმებებში და აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გაქვთ“, - განაცხადა დმიტრი მარიასინმა.

ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემები; მიმდინარეობს რეფორმები სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირების, წყლის რესურსების მართვის და კონტროლის მექანიზმების მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი „წყლის რესურსების მართვისა“ და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიღებულ კანონებს შეეხო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ორივე კანონი ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია და მათი პრაქტიკაში აღსრულება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას უზრუნველყოფს.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილემ საქართველოს სამომავლო რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა