სოფო ჯაფარიძე - დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის, ბიძინა ივანიშვილის ხელით უკანონო ტყვეობაში, ეს არის ეროვნული სირცხვილი, ყველაზე დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის

დღეს, ჩვენ, ვიმყოფებით ადამიანთან, რომელიც არის ამ დღის მთავარი შემოქმედი. დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის, ბიძინა ივანიშვილის ხელით უკანონო ტყვეობაში, ეს არის ეროვნული სირცხვილი, ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ „ვივამედთან“ განაცხადა, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავის აღსანიშნავად მიხეილ სააკაშვილთან პარტიის ლიდერები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის პირადი ტყვე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 12 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია გარდა იმისა, რომ დაენგრია ის ყველაფერი, რაც მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“.

შესაბამისად, ჯაფარიძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა კვლავ დააბრუნონ ევროპულ გზაზე, დააბრუნონ იმ აღმშენებლობის ის ტემპი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა, ამით კი ქვეყანაში რუსული რეჟიმი დაასრულონ.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დღეს, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. „ვარდების რევოლუციიდან“ გავიდა ზუსტად 21 წელი, დღიდან, რომლის შემდგომაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, საქართველო მსოფლიო რუკაზე გაჩნდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაშკაშა ვარსკვლავი ქვეყანა, დღიდან, რომის შემდგომაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის იქცა, როგორც ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, რომლის შემდგომაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო იყო ყველაზე წარმატებული მებრძოლი კორუფციასთან, დღიდან, რომლის შემდგომაც გაჩნდა პერსპექტივა იმედი, ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები, ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს, არ წყდებოდა მათი ნაკადი, ადამიანების, რომლებიც საქართველო ბრუნდებოდნენ და რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ჩართო ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში