ბთუმში, მოწოდებით - „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

„გააუქმე გაყალბებული არჩევნები“, - ამ მოწოდებით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე, მათი მხარდამჭერები აქციას აწყობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ.

მათი განცხადებით, თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რეგიონშიც მიმდინარეობს, რაც ხალხისთვის სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

სტუდენტების თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც მე-10 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ, მოგვიანებით თბილისში გადაინაცვლებენ და თსუ-ს სტუდენტებს შეუერთდებიან.

მათი თქმით, ამ ფორმით პროტესტი ბათუმში არ წყდება, თუმცა პროტესტი თბილისში მასშტაბურად უნდა გაგრძელდეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა