მარკო მიხელსონი - საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს პარლამენტის დღეს დაგეგმილი სხდომა არაკონსტიტუციურია.

„საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“, - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია, მან უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია მის შემცვლელად არავის ცნობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს