გიგი უგულავა - ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი

ანრი ოხანაშვილი მინისტრი რომ იქნება, ზოოპარკზე უარესია - მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს, უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბევრი ხალხის ეშინია და „ტურებივით იქცევიან“.

როგორც უგულავა აღნიშნავს, პარლამენტი ვოლიერად გადააქციეს.

„ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი. ეგ რა არის?! ვოილერია ეს, ფაქტობრივად. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი არის. ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია. მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან,“ - განაცხადა უგულავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება