ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ახლა რუსები ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენენ, როგორც 2022 წლის თებერვალში, მოსამზადებლად გარკვეული დრო გვაქვს

ახლა რუსები ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენენ როგორც 2022 წლის თებერვალში, ამიტომ, მოსამზადებლად გარკვეული დრო გვაქვს , - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.

რობ ბაუერის თქმით, ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს იყო, თუმცა “ხარისხი“ დაეცა.

„აღნიშნული ძალების ხარისხი დაეცა“, - განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ მომზადება თავდაცვის ინდუსტრიაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას ნიშნავს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე