ანრი ოხანაშვილი - მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში

მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას.

„მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა